სასამართლოს მიერ დანიშნული ბრაზის მართვის პროგრამა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სიბრაზის მართვის კურსის გავლა ევალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების, მოსამართლის რეკომენდაციის, პრობაციის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების პირობების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ვალდებულების, განრიდების პროგრამის, პროკურატურის მოთხოვნის, სამსახურებრივი დისციპლინური ღონისძიების, სამსახურში დაბრუნების გეგმის ან ადვოკატის, დამსაქმებლის თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მითითების საფუძველზე.
ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა მონაწილეებს ეხმარება ბრაზის არსის, მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებასა და იმ გარემოებების ამოცნობაში, რომლებმაც შესაძლოა სიბრაზე და მასთან დაკავშირებული ქცევები გამოიწვიონ. პროგრამის ფაგლებში, მონაწილეები, რაც, თავისთავად ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ჯანსაღი და კონსტრუქციული რეაგირების პრაქტიკული უნარებს ავითარებს.
პროგრამის გავლა შესაძლებელია დისტაციური სწავლების (ონლაინ) ფორმატში, მონაწილისთვის მოსახერხებელი ტემპით, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის თავსებადობას სამსახურებრივ, საოჯახო თუ სხვა პირად ვალდებულებებთან.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომლის წარდგენაც, შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ უწყაბასა და დაწესებულებაში – სასამართლოში, პრობაციის ოფიცერთან, ადვოკატთან, დამსაქმებელთან ან სხვა უფლებამოსილ პირთან თუ ორგანიზაციასთან.
მონაწილისთანხმობის შემთხვევაში, პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ინფორმაცია შეიძლება უშუალოდ გადაეგზავნოს სასამართლოს, ადვოკატს, პრობაციის ოფიცერს, დამსაქმებელს ან სხვა უფლებამოსილ პირსა თუ ორგანიზაციას, პროგრამის სასამართლო ანგარიშგების (Court Reporting) სერვისის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამა შემუშავებულია იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კანადის სასამართლოების, პრობაციის სამსახურებისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ეფუძნება უკვე წარმატებულ და გამოცდილ პრაქტიკას, რაც სანდოობის ხარისხს ზრდის. პროგრამის მიღება და აღიარება უშუალოდ დამოკიდებულია მოსამართლის, პრობაციის ოფიცრის ან სხვა უფლებამოსილი პირის თუ ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე.
სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე რეკომენდებულია, რომ მონაწილეებმა წინასწარ მოიკვლიონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან პროგრამის აღიარების შესაძლებლობა.
პროგრამის წარმატებით დასრულება არ იძლევა რომელიმე სახის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის გარანტიას – მათ შორის გამამართლებელი განაჩენის, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, სასჯელის შემსუბუქების, ბრალდების მოხსნის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების.
ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ, თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე.
წინამდებარე პროგრამა არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ კონსულტირებას, ფსიქოთერაპიას, ფსიქოლოგიურ შეფასებას ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის მომსახურებას.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღეთ ორენოვანი სერტიფიკატი