ბრაზის მართვის პროგრამა
- აღწერა
- სასწავლო პროგრამა
- ხშირად დასმული კითხვები
- შეტყობინება
ბრაზის მართვის პროგრამა განიხილავს ბრაზის წარმოქმნისა და განვითარების პროცესში აზრების, ემოციების, ფიზიოლოგიური რეაქციებისა და ქცევის ურთიერთკავშირს. პროგრამის მონაწილეები სწავლობენ გამაფრთხილებელი ნიშნების დროულად ამოცნობას, რთული სიტუაციების კონსტრუქციულად მართვას, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებების მიღებას. პროგრამის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პირად პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებას, ეფექტურ კომუნიკაციას, კონფლიქტების კონსტრუქციულ მოგვარებასა და სიბრაზის მართვის პრაქტიკული მეთოდების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. სასწავლო პროგრამა შედგება ექვსი სტრუქტურირებული მოდულისგან, რომლებიც თანმიმდევრულად ავითარებს მონაწილეთა ცოდნას, უნარებსა და პრაქტიკულ კომპეტენციებს.
მოდული 1 – სიბრაზისა და ემოციური გაცნობიერების საფუძვლები, მონაწილეებს აცნობს სიბრაზის ბუნებას და მის როლს ადამიანის ცხოვრებაში. განხილულია, სიბრაზის განვითარების პროცესში აზრების, ემოციების, ფიზიოლოგიური რეაქციებისა და ქცევის ურთიერთკავშირი. პროგრამის მონაწილეები სწავლობენ სიბრაზის გამომწვევი ფაქტორების, მისი გამოხატვის სხვადასხვა ფორმისა და ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნების, ე.წ. სიგნალების ამოცნობას, რათა დროულად შეძლონ ემოციების მართვა და სიბრაზის ესკალაციის თავიდან აცილება.
მოდული 2 – უმართავი ბრაზის სამართლებრივი და სოციალური შედეგები, განიხილავს უმართავი ბრაზით გამოწვეული ქცევის შედეგებს. მონაწილეები ეცნობიან კანადის კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სიბრაზესთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ, ქმნიან ზოგად წარმოდგენას მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებისა და სასამართლოს მოლოდინების შესახებ, ასევე აანალიზებენ, თუ როგორ შეიძლება სიბრაზემ უარყოფითი გავლენა მოახდინოს პირად ურთიერთობებზე, პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მოდულში მიმოხილულია პირადი პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა.
მოდული 3 – კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება, მიზნად ისახავს ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების კონსტრუქციული მართვის უნარების განვითარებას. მონაწილეები ეცბონიან იმას, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის სხვადასხვა სტილმა გავლენა მოახდინოს უთანხმოების წარმოშობასა და განვითარებაზე, ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ ტექნიკებს, როგორიცაა აქტიური მოსმენა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, ასერტულობა და პრობლემების კონსტრუქციული მოგვარება. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება, კონფლიქტურ სიტუაციებში, აგრესიის გარეშე, გააზრებულად და ეფექტიანად მოქმედებაში.
მოდული 4 – თვითრეგულაციისა და დაძლევის პრაქტიკული სტრატეგიები, მონაწილეებს აცნობს სიბრაზის საწყის ეტაპზე გამოსაყენებელ თვითრეგულაციისა და დაძლევის პრაქტიკულ მეთოდებს. განხილული თემები მოიცავს ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობას, კონტროლირებულ სუნთქვას, მყისიერი დამიწების ტექნიკებს (Grounding), სტრუქტურირებულ პაუზებს, პოზიტიურ თვითდიალოგსა და სხვა ეფექტურ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს სტრესულ სიტუაციებში ემოციების კონტროლსა და გააზრებულ რეაგირებას.
მოდული 5 – ზიანის გამოსწორება და ურთიერთობების აღდგენა, ყურადღებას ამახვილებს პირად პასუხისმგებლობაზე სიბრაზესთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ. მონაწილეები სწავლობენ გულწრფელი ბოდიშის ძირითად პრინციპებს, პასუხისმგებლობის აღების ეფექტურ გზებსა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას. ასევე განიხილება შემთხვევები, როდესაც შერიგება შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი, უსაფრთხო ან სამართლებრივად დასაშვები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პირადი საზღვრებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი პირობების პატივისცემას.
მოდული 6 – ბრაზის მართვის გრძელვადიანი პირადი გეგმის შემუშავება, აერთიანებს პროგრამის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და პროგრამის მონაწილეებს ეხმარება სიბრაზის მართვის ინდივიდუალური, გრძელვადიანი გეგმის შემუშავებაში. ისინი განსაზღვრავენ საკუთარ გამომწვევ ფაქტორებს, ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ეფექტურ დაძლევის სტრატეგიებს, საკომუნიკაციო მიზნებს, მხარდაჭერის წყაროებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიტიური ქცევითი ცვლილებების შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
სასწავლო პროცესი მოიცავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, მათ შორის შემთხვევების ანალიზს, სცენარებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს, რეფლექსიურ წერით დავალებებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და მიღებული ცოდნის შეფასების ტესტებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ სიბრაზის ბუნების, მისი შესაძლო შედეგების, ასევე მისი მართვის პრაქტიკული მეთოდებისა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების სისტემური ცოდნა. ეს მათ დაეხმარება რთულ სიტუაციებში უფრო გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, კონფლიქტების კონსტრუქციულად მართვასა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
-
1ბრაზისა და ემოციური გაცნობიერების შესავალი
-
2ნაწილი 1.1 - ბრაზის ბუნების გააზრება
-
3ბრაზის ჯანსაღი და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები
-
4ტესტი: მითები და ფაქტები ბრაზის შესახებ
-
5ნაწილი 1.2 - ბრაზის ციკლის გააზრება
-
6ბრაზის ციკლის ძირითადი ეტაპები
-
7ბრაზის ციკლის პრაქტიკული მაგალითები
-
8სავარჯიშო: ბრაზის ციკლის ეტაპების ამოცნობა
-
9თვითდაკვირვების დავალება: საკუთარი სიბრაზის გააზრება
-
10ნაწილი 1.3 - პირადი გამომწვევი ფაქტორებისა და ბრაზის გამოხატვის სტილის ამოცნობა
-
11ბრაზის გამოხატვის ოთხი გავრცელებული სტილი
-
12დავალება: კონფლიქტური სიტუაციის ანალიზი
-
13ნაწილი 1.4 - ტვინისა და სხეულის რეაქციები სიბრაზის დროს
-
14ტესტი: სიბრაზესა და კონფლიქტზე ჯანსაღი რეაგირება
-
15თვითდაკვირვების დავალება: სიბრაზის შედეგების შეფასება
-
16ტესტი: სიბრაზე და ემოციური გაცნობიერება
-
17მოდული 2 - უმართავი ბრაზის სამართლებრივი და სოციალური შედეგები
-
18უმართავი ბრაზის სამართლებრივი და სოციალური შედეგები
-
19ნაწილი 2.1 - შესაძლო სამართლებრივი შედეგები
-
20ტესტი: შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევი ქცევის ამოცნობა
-
21სავარჯიშო: სიბრაზესთან დაკავშირებული ქცევის შედეგების გააზრება
-
22სცენარებზე დაფუძნებული ტესტი: სიბრაზე ცხოვრებისეულ სიტუაციებში
-
23სავარჯიშო: თვითდაკვირვებისა და პირადი პასუხისმგებლობის სამუშაო ფურცელი
-
24ნაწილი 2.2 - სასამართლოს როლი
-
25მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მონაწილეები და მათი ფუნქციები
-
26ტესტი: მართლმსაჯულების სისტემა და ანგარიშვალდებულება
-
27ნაწილი 2.3 - უმართავი ბრაზის გავლენა
-
28სავარჯიშო: სიბრაზის სხვებზე გავლენის გააზრება
-
29ტესტი: სიბრაზის შესაძლო გავლენის ამოცნობა
-
30ნაწილი 2.4 - უმართავი ბრაზის ჯაჭვური რეაქცია
-
31უმართავი ბრაზის დომინოს ეფექტი
-
32თვითდაკვირვების დავალება: პირველი დომინოს შეჩერება
-
33ტესტი: უმართავი ბრაზის შედეგები
-
34მოდულის შეჯამება: უმართავი ბრაზის სამართლებრივი და სოციალური შედეგები
-
35კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება
-
36ნაწილი 3.1 - კავშირი კომუნიკაციასა და სიბრაზეს შორის
-
37ჯანსაღი კომუნიკაციის უნარების განვითარება
-
38ნაწილი 3.2 - კომუნიკაციის ოთხი ძირითადი სტილი
-
39სავარჯიშო: საკუთარი კომუნიკაციის სტილის შეფასება
-
40სავარჯიშო: ასერტული კომუნიკაციის პრაქტიკული გამოყენება
-
41ნაწილი 3.3 - აქტიური მოსმენა, როგორც ეფექტური კომუნიკაციის საფუძველი
-
42პრაქტიკული სავარჯიშოები: აქტიური მოსმენის უნარების განვითარება
-
43ნაწილი 3.4 - კონფლიქტის მოგვარების ხუთსაფეხურიანი მეთოდი
-
44სავარჯიშო: კონფლიქტის მოგვარების ხუთსაფეხურიანი მეთოდის გამოყენება
-
45მოდულის შეჯამება: კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება
-
46თვითრეგულაციისა და დაძლევის პრაქტიკული სტრატეგიები
-
47ნაწილი 4.1 - რას ნიშნავს თვითრეგულაცია?
-
48ნაწილი 4.2 - ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა
-
49ნაწილი 4.3 - დამშვიდებისა და ემოციური დაძლევის ტექნიკები
-
50ნაწილი 4.4 - გამომწვევი ფაქტორების მართვა რეალურ დროში
-
51ტესტი: თვითრეგულაციისა და დაძლევის უნარები
-
52ტესტი: თვითრეგულაციის უნარების გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში
-
53მოდულის შეჯამება: თვითრეგულაციისა და დაძლევის პრაქტიკული სტრატეგიები
-
54ზიანის გამოსწორება და ურთიერთობების აღდგენა
-
55ნაწილი 5.1 - რა იწვევს ნდობის დარღვევას?
-
56ნაწილი 5.2 - ზიანის გამოსწორება და გულწრფელი ბოდიშის მნიშვნელობა
-
57ნაწილი 5.3 - რას უნდა მოვერიდოთ ზიანის გამოსწორების პროცესში
-
58სავარჯიშო: ნდობის აღდგენა თანმიმდევრული ქმედებების მეშვეობით
-
59ნაწილი 5.4 - როდის არ არის ურთიერთობის აღდგენა მიზანშეწონილი
-
60სავარჯიშო: პასუხისმგებლობის აღებისა და ზიანის გამოსწორების წერილის მომზადება
-
61ტესტი: პირადი პასუხისმგებლობა და ნდობის აღდგენა
-
62ტესტი: პასუხისმგებლობა, პირადი საზღვრები და ზიანის გამოსწორება
-
63ტესტი: სიბრაზის გავლენა ურთიერთობებსა და ნდობაზე
-
64მოდულის შეჯამება: ზიანის გამოსწორება და ურთიერთობების აღდგენა
-
65ბრაზის მართვის გრძელვადიანი პირადი გეგმის შემუშავება
-
66ნაწილი 6.1 - გრძელვადიანი გეგმის მნიშვნელობა
-
67ნაწილი 6.2 - ბრაზის მართვის პირადი გეგმის ძირითადი კომპონენტები
-
68ნაწილი 6.3 - ბრაზის მართვის გეგმის შაბლონი
-
69ნაწილი 6.4 - SMART მიზნების განსაზღვრა გრძელვადიანი წარმატებისთვის
-
70ნაწილი 6.5 - მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბება
-
71ნაწილი 6.6 - მოულოდნელი გამოწვევებისა და შესაძლო უკუსვლისთვის მომზადება
-
72პრაქტიკული დავალება: ბრაზის მართვის პირადი გეგმის შემუშავება
მნიშვნელოვანი შეტყობინება: წინამდებარე პროგრამის არცერთი ნაწილი არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ შეფასებას, დიაგნოზს, ფსიქოთერაპიას ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პროფესიულ მომსახურებას. თუ გესაჭიროებათ იურიდიული კონსულტაცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სახის პროფესიული მომსახურება, გთხოვთ, მიმართოთ ადვოკატს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე და ლიცენზირებულ სპეციალისტს. ამ პროგრამაში მონაწილეობა არ წარმოშობს კლიენტსა და იურიდიული, ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რომელიმე სხვა პროფესიონალს შორის პროფესიულ ურთიერთობას და არ შეიძლება განიმარტოს, როგორც ასეთი ურთიერთობის საფუძველი.