ქუქი-ფაილების გამოყენების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 1 სექტემბერი
ბრაზის მართვის პროგრამა („ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“) ვალდებულია დაიცვას თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პატივი სცეს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ქუქი-ფაილების გამოყენების წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს.
წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკა უნდა წაიკითხოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად.
1. რა არის ქუქი-ფაილები?
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, პლანშეტზე ან სხვა მოწყობილობაზე ვებგვერდის მონახულებისას. ქუქი-ფაილები ვებგვერდს ეხმარება გამართულ ფუნქციონირებაში, თქვენი პარამეტრების დამახსოვრებაში, უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ვებგვერდის გამოყენების ანალიზსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში.
ზოგიერთი ქუქი-ფაილი ავტომატურად იშლება ბრაუზერის დახურვისას („სესიის ქუქი-ფაილები“), ხოლო სხვები ინახება თქვენს მოწყობილობაზე მათი ვადის გასვლამდე ან მომხმარებლის მიერ წაშლამდე („მუდმივი ქუქი-ფაილები“).
2. რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს
ქუქი-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება შემდეგ მიზნებს ემსახურება:
– ვებგვერდის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
– მომხმარებლის პროფილისა და ონლაინ კურსებზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფა;
– მომხმარებლის პარამეტრებისა და არჩევანის დამახსოვრება;
– ვებგვერდის ტრაფიკის ანალიზი და ჩვენი მომსახურების გაუმჯობესება;
– ონლაინ გადახდების უსაფრთხოდ დამუშავება;
– ვებგვერდის უსაფრთხოებისა შენარჩუნება;
– ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი მიზნების შესასრულებლად.
3. ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების ტიპები
აუცილებელი ქუქი-ფაილები
აუცილებელი ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებგვერდის გამართული ფუნქციონირებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ისეთ ძირითად ფუნქციებს, როგორიცაა:
– უსაფრთხო ავტორიზაცია;
– კურსის მონაწილის ავთენტიფიკაცია;
– კურსის მონაწილის სასწავლო სესიის შენარჩუნება;
– თაღლითობის პრევენცია;
– ვებგვერდის უსაფრთხოება;
– ონლაინ გადახდების დამუშავება.
ზემოხსენებული ქუქი-ფაილების გამორთვა შეუძლებელია, რადგან მათი გარეშე ვებგვერდი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს.
ანალიტიკური ქუქი-ფაილები
ვებგვერდის მომხმარებელთა თანხმობის საფუძველზე ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა გავაანალიზოთ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების სპეციფიკა და შესაბამისად გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირება, შინაარსი, ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის გამოცდილება.
Google Analytics შეიძლება აგროვებდეს შემდეგ ინფორმაციას:
– ნანახი გვერდები;
– ვებგვერდზე გატარებული დრო;
– მომხმარებლის მიახლოებითი გეოგრაფიული მდებარეობა;
– გამოყენებული მოწყობილობის ტიპი;
– ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი;
– ოპერაციული სისტემა;
– ვებგვერდი, რომლიდანაც გადმოხვედით ჩვენსგვერდზე;
– ვებგვერდთან თქვენი მუშაობის მონაცემები.
Google Analytics პირდაპირ არ ახდენს მომხმარებლის ვინაობის იდენტიფიცირებას. იგი იყენებს რამდენიმე ქუქი-ფაილს, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდს. შეგროვებული ინფორმაცია მუშავდება განზოგადებული ფორმით და გამოიყენება მხოლოდ ჩვენი ვებგვერდისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, _ga ქუქი-ფაილი განასხვავებს უნიკალურ მომხმარებლებს და ქმნის ანონიმურ სტატისტიკას. მისი შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 წელია. _gid ქუქი-ფაილი განასხვავებს მომხმარებლებს 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში და იწურება 24 საათის შემდეგ. _gat ქუქი-ფაილი გამოიყენება Google Analytics-ის სერვერებზე გაგზავნილი მოთხოვნების რაოდენობის შესაზღუდად, რაც ხელს უწყობს სისტემის ეფექტურ მუშაობას. მისი მოქმედების ვადა 1 წუთია. როდესაც Google Ads დაკავშირებულია Google Analytics-თან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს gac* ქუქი-ფაილი სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად. მისი შენახვის ვადა მაქსიმუმ 90 დღეა.
Google Analytics-ის გამოყენებული ვერსიის მიხედვით, შესაძლოა შეიქმნას დაძველებული (Legacy) ქუქი-ფაილებიც, როგორიცაა __utma, __utmb, __utmc, __utmz, __utmv, __utmt, __utmx და _gali. ეს ქუქი-ფაილები დაკავშირებულია Google Analytics-ის ადრინდელ ვერსიებთან და შესაძლოა ყველა ვებგვერდზე არ გამოიყენებოდეს.
ფუნქციური ქუქი-ფაილები
ფუნქციური ქუქი-ფაილები იმახსოვრებს მომხმარებლის პარამეტრებს, მათ შორის ენის არჩევანსა და სხვა ინდივიდუალურ მონაცემებს, რათა გააუმჯობესოს ვებგვერდის გამოყენების გამოცდილება.
გადახდებთან დაკავშირებული ქუქი-ფაილები
ჩვენს ვებგვერდზე სასწავლო პროგრამის და ან მომსახურების უსაფრთხოდ შეძენის მიზნებისთვის ანგარიშსწორება მუშავდება მესამე მხარის გადახდის პროვაიდერების მიერ.
ამ პროვაიდერებმა შეიძლება თქვენს მოწყობილობაზე განათავსონ ქუქი-ფაილები ან მსგავსი ტექნოლოგიები შემდეგი მიზნებისთვის:
– ტრანზაქციების უსაფრთხოდ დასამუშავებლად;
– მომხმარებლის ვინაობის დასადასტურებლად;
– თაღლითობის გამოვლენისა და პრევენციისთვის;
– მომხმარებლის გადახდის პარამეტრების დასამახსოვრებლად;
– ფინანსური რეგულაციების მოთხოვნების შესასრულებლად;
– გადახდების დამუშავების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
ეს ქუქი-ფაილები იმართება შესაბამისი გადახდის პროვაიდერის მიერ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს.
შესაბამისი პროვაიდერების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თქვენ მიერ გადახდისას არჩეული გადახდის პროვაიდერის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მესამე მხარის ქუქი-ფაილები
ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გამოყენებული იყოს სანდო მესამე მხარის მომსახურებები, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე ქუქი-ფაილებს ათავსებენ, მათ შორის:
– Google Analytics;
– Google Tag Manager (თუ ჩართულია);
– Google reCAPTCHA (თუ ჩართულია);
– მესამე მხარის გადახდის პროვაიდერები; და
– YouTube (თუ ვებგვერდზე ვიდეოებია ხელმისაწვდომი).
ყოველი მესამე მხარე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე.
4. თანხმობა
აუცილებელი ქუქი-ფაილების გარდა, რომლებიც საჭიროა ვებგვერდის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისთვის, სხვა ქუქი-ფაილები მომხმარებლის მოწყობილობაზე მხოლოდ მას შემდეგ განთავსდება, რაც ჩვენს ქუქი-ფაილების ბანერზე შესაბამის თანხმობას დაადასტურებთ.
ვებგვერდზე პირველი ვიზიტისას შეგიძლიათ აირჩიოთ:
– ყველა ქუქი-ფაილის მიღება;
– არასავალდებულო ქუქი-ფაილებზე უარის თქმა;
– ქუქი-ფაილების პარამეტრების მორგება.
მომხმარებლებს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ან გაიწვიოთ თქვენი თანხმობა ვებგვერდის ქვედა ნაწილში განთავსებული ბმულის „ქუქი-ფაილების პარამეტრები“ (Cookie Settings) გამოყენებით.
თანხმობის გაწვევა არ ახდენს გავლენას თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.
5. ქუქი-ფაილების მართვა
ვებბრაუზერების უმეტესობა შესაძლებელს ხდის ქუქი-ფაილების, ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით მართვას, დაბლოკვას ან წაშლას.
ზოგიერთი ქუქი-ფაილის გამორთვამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენი ვებგვერდის გარკვეული ფუნქციების ხელმისაწვდომობასა და მუშაობაზე, მათ შორის კურსებზე წვდომაზე, ანგარიშში შესვლასა და გადახდების დამუშავებაზე.
6. მონაცემების საერთაშორისო დამუშავება
ჩვენ მიერ გამოყენებული ზოგიერთი მესამე მხარის მომსახურება, მათ შორის Google და PayPal, შესაძლოა ამუშავებდეს ან ინახავდეს ინფორმაციას კვებეკის ან კანადის ფარგლებს გარეთ მდებარე სერვერებზე.
თუ პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა კვებეკის ან კანადის ფარგლებს გარეთ, ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი დაცვის შესაბამისი დონე მოქმედი კონფიდენციალურობის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ცვლილებები ქუქი-ფაილების პოლიტიკაში
უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკა, რათა მასში აისახოს ჩვენს საქმიანობაში, გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე შესაბამისი „ბოლო განახლების“ თარიღით.
განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე შესაბამისი „ბოლო განახლების“ თარიღით.
8. ენობრივი ვერსიები
წინამდებარე ქუქი-ფაილების გამოყენების პოლიტიკა გამოქვეყნებულია ფრანგულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტის ოფიციალურ ვერსიას. სხვა ენებზე შესრულებული თარგმანები მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით.
ფრანგულ და თარგმნილ ვერსიებს შორის შეუსაბამობის, განსხვავების ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესი და სავალდებულო იქნება ფრანგული ვერსია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საწინააღმდეგო შემთხვევებისა.
9. უკუკავშირი
წინამდებარე ქუქი-ფაილების პოლიტიკასთან, ქუქი-ფაილების გამოყენებასთან ან ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე კონფიდენციალურობის უფლებების განხორციელების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს.
პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი
ნინა ტერ-სააკოვა
ელფოსტა: info@anger-management.ca